გიორგი კვირიკაშვილი : საქართველო კიდევ უფრო დიდი ნაბიჯით წავა ევროპისკენ

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ბერლინის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს.

“საქართველო წარმატებით მიყვება ხაზს, რომელიც მიმართულია ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ. ეს ხაზი გაგრძელდება და საქართველო კიდევ უფრო დიდი ნაბიჯით წავა ევროპისკენ. შეიქმნება ძალიან დიდი შესაძლებლობები საქართველოში. რატომ მჯერა ამის? ზუსტად ის ნაბიჯები, რომელიც მე გაგაცანით, ეხება ყველა იმ მნიშვნელოვან სფეროს, რომელიც კრიტიკულად აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წარუდგინა, რომელმაც ახალგაზრდებს საქართველოს განათლების სისტემაში დადგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის შესახებ გერმანული გამოცემები პუბლიკაციებს აქვეყნებენ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში – ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში სარეკლამო დროის ახლებურ გადანაწილებას აპროტესტებს