პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში – ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში სარეკლამო დროის ახლებურ გადანაწილებას აპროტესტებს

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილს სთხოვს, რომ ხელი არ მოაწეროს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც უფასო სარეკლამო დროის ახლებურ გადანაწილებას ითვალისწინებს.

ცვლილებების მიხედვით, 5 კვალიფიციური სუბიექტის ნაცვლად, უფასო სარეკლამო დრო 11-ზე გადანაწილდება, ზრდა კი იმან განაპირობა, რომ უფასო დროს კოალიციით არჩევნებზე გასული პარტიებიც მიიღებენ.

ვეტოს საკითხის განხილვამდე პრეზიდენტი ოპოზიციის მიმართვას ეხმაურება და მზად არის საარჩევნო კოდექსზე სასაუბროდ მოლაპარაკებები შედგეს.

ცვლილებების პროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : საქართველო კიდევ უფრო დიდი ნაბიჯით წავა ევროპისკენ
შემდეგი სტატიაკაბელების საქმე : სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ერთ თვეში მიიღებს