გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის შესახებ გერმანული გამოცემები პუბლიკაციებს აქვეყნებენ

გერმანული გამოცემები Süddeutsche Zeitung, Frankfurter Allgemeine Zeitung, Stern გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის შესახებ პუბლიკაციებს აქვეყნებენ.

გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში, სათაურით „მერკელი საქართველოს დროული ვიზალიბერალიზაციის მიღების შესახებ იმედს აძლევს“ (Merkel macht Georgien Hoffnung auf baldige Visaliberalisierung), აღნიშნულია რომ, საქართველოსთვის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის მინიჭება ახლო მომავალში მოხდება.

„როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, ვიზა ლიბერალიზაციის დაწესების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ევროპარლამენტში ე.წ. „შეჩერების მექანიზმის“ შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერონ იმ ქვეყნებს, რომლებიც მას თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით ბოროტად გამოიყენებენ“, – ნათქვამია სტატიებში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ჯარში მოულოდნელად საომარი მზაობა შემოწმდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : საქართველო კიდევ უფრო დიდი ნაბიჯით წავა ევროპისკენ