გიორგი კვირიკაშვილი: პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდა ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლა “საკმაოდ საინტერესო იყო”. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა, პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდა ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, სასიხარულოა რომ პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან პროგრამას იზიარებს.
“საინტერესო გამოსვლა იყო, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული. ძალიან სასიხარულოა, რომ იგი მიესალმება ოთხპუნქტიან რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში მისასალმებელია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობისთვის საქართველოში კონსტიტუციურ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ინვესტორებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა. კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგი იქნება საქართველოს როგორც შიდა, ასევე საგარეო იმიჯისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატია“პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად სისტემური ნაბიჯები ჯერ კიდევ გადასადგმელია”