გიორგი კვირიკაშვილი: მიმდინარე წლის ხუთ თვეში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება, არსებობდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ხუთ თვეში, საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა აღინიშნა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2016 წლის მაისის თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14,9%-ით გაიზარდა, ხოლო ტურისტების, ვინც 24 საათი და მეტი რჩება საქართველოში, – 24,3%-ით.

“ეს არის მნიშვნელოვანი, პოზიტიური მაჩვენებელი. ტრადიციული ვიზიტორი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენი მეზობელი ქვეყნების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანა, რაც ძალიან დადებითი მაჩვენებელია. საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 5 თვის მონაცემებითაც და 15,3 % შეადგინა, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალმა 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 1,94 მილიარდი დოლარი შეადგინა, ზრდა 8,3% იყო, რაც 149 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ასევე იზრდება ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში. 2015 წელს ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 16,2 %-ით გაიზრდა და თითქმის 6,8% შეადგინა, მაგრამ პოტენციალი კიდევ უფრო მეტია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, პოლიტიკური აქტივობა განახორციელოს
შემდეგი სტატიაივანიშვილი ხვალ 10 ტელევიზიის ჟურნალისტს შეხვდება