მანანა კობახიძე: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, პოლიტიკური აქტივობა განახორციელოს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძის განცხადებით, თამაზ მეჭიაურის მხრიდან ახალი პარტიის შექმნა მოულოდნელი არ ყოფილა.

“მთავარია რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, თავისუფალი აზრი, ოპოზიციური აზრი, განსხვავებული აზრი არ იდევნებოდეს და დღეს ზუსტად ეს რეალობაა. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება პოლიტიკური აქტივობა განახორციელოს, შექმნას პარტია, გაიერთიანოს მის გვერდით თანამოაზრეები. ჩვენ ამაში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავთ, რაც შეეხება მეჭიაურის კრიტიკას ჩვენ ვუპასუხებთ მათ ჯანსაღ რეჟიმში, ოპონირების რეჟიმში,”- აღნიშნა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილის ვიზიტი სტრასბურგსა და ბრიუსელში დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მიმდინარე წლის ხუთ თვეში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა