გიორგი კვირიკაშვილი: დაკარგული ჯარისკაცების მოსაძებნად, პარტნიორებს ხელახლა მივმართეთ

სამხედრო წვრთნების დრო დაკარგული ორი ჯარისკაცის ძებნის ოპერაციაში დახმარებისთვის, ქართულმა მხარემ პარტნიორ სახელმწიფოებს მიმართა.

ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამხედროების ძებნა აუცილებალდ გაგრძელდება.

“რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად, რაც ქვეყანას შეუძლია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პარტნიორებს”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისათვის, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

კაპრალი იაგო ვლადიმერის ძე შარაძე (დაბ. 07.02.1990) საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტად 2010 წლის 15 დეკემბრიდან მსახურობდა.

I კლასის რიგითი გიორგი გელას ძე ნანეტაშვილი (დაბ. 25.08.1992) კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლის 26 ივნისს ჩაირიცხა. I კლასის რიგითი ნანეტაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტი იყო.

banner
წინა სტატიაშიგია მაისაშვილი: მინდა მოკლედ გაგიზიაროთ ჩემი მდგომარეობა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი გაგრძელდება