დავით ნარმანია: ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი გაგრძელდება

ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს, მაიაკოვსკის სკვერში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, მორატორიუმი ხეების ფორმირებაზე, დაავადებული და ავარიული ხეების მოჭრაზე არ გავრცელდება. რაც შეეხება მორატორიუმის ხანგრძლივობას, თბილისის მერის განცხადებით, მორატორიუმი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები არ იქნება შემოღებული.

„მორატორიუმი, რაც ჩემი მხრიდნ იყო გამოცხადებული, გაგრძელდება. მინდა დავაზუსტო, რომ მორატორიუმი ეხება მხოლოდ ხეების მოჭრას, ის არ ეხება ხეების ფორმირებას და არ იგულისხმება დაავადებული ხეების მოჭრა. მასზე მორატორიუმი არ გავრცელდება. ჩვენ ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ამ საკითხებზე ფართო საზოგადოებას,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა 10 დღის განმავლობაში დედაქალაქში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი 20 აგვისტოს გამოაცხადა. დავით ნარმანიას განცხადებით, მერია ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ან პირთან ერთად იმსჯელებს გამწვანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: დაკარგული ჯარისკაცების მოსაძებნად, პარტნიორებს ხელახლა მივმართეთ
შემდეგი სტატია(+ვიდეო) პატრიოტთა ალიანსი’ მოსახლეობას უფასო საკვებს ურიგებს – ISFED ფაქტის შესწავლას მოითხოვს