გია მაისაშვილი: მინდა მოკლედ გაგიზიაროთ ჩემი მდგომარეობა

maisashviliქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი გია მაისაშვილი გულშემატკივარს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:

„ჩემო მეგობრებო – მინდა მოკლედ გაგიზიაროთ ჩემი მდგომარეობა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ჰიუსტონში ჩამოსვლიდან სულ რამოდენიმე დღეში, სიმსივნემ გამოიწვია ტვინის ძლიერი შეშუპება რამაც სავაადმყოფოში აღმომაჩინა ერთი კვირა. სიტუაცია საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა და MDAnderson-ის ექიმებმა სასწრაფოდ გადამიყვანეს სულ ახალი მკურნალობის კურსზე. ერთი თვის თავზე, გუშინ 30 აგვისტოს, გადავიღეთ ტომოგრაფია. შედეგი ძალიან პოზიტიურია ორი მიმართულებით. ერთი, რომ შეშუპება, რამაც საავადმყოფოში აღმომაჩინა გონება დაკარგული, თითქმის მთლად ჩამცხრალია და მეორე, თავად სიმსივნეც,ზომაში შემცირებულიაასე რომ, ამ ეტაპზე ახალი მკურნალობა მუშაობს! და იმედით აღსავსე ვარ რომ შემდეგი სურათი კიდევ უფრო დიდ პროგრესს გვანახებს. ეს სიმსივნე ბოლომდე უნდა გავაქროთ! არ შემეძლო, რომ ასეთი სასიხარულო ამბავი თქვენთვის არ გამეზიარებინა. თუმცა ნაადრევი ზეიმი უადგილოა ჯერ ჯერობით რადგან სიტუაცია შეილება ყოველთვის შეიცვალოს (როგორც კიბომ ხშირად იცის). როგორც ჩანს ერთი დიდი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ დავითის ომი გოლიათის წინააღმდეგ კვლავ გრძელდება. თქვენი წილი ამ ომში უზომოდ დიდია, ჩემო საყვარელო ადამიანებო, მჯერა, რომ წინ დიდი ერთობლივი გამარჯვებები გველის. თუ რაში ამაზე შემდგომ მოგიყვებით. ახლა კი ღმერთმა ისე გაგახაროთ როგორც მე ვარ გახარებული – მრავალჟამიერ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლე!!!“, -წერს გია მაისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ვაშაძეს ჩაეთვალა, კარგი “ფინტი” ჩაუტარა “ქართულ ოცნებას“
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: დაკარგული ჯარისკაცების მოსაძებნად, პარტნიორებს ხელახლა მივმართეთ