გიორგი კვირიკაშვილი : ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას – ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია

ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება, არსებობდეს

“საქართველო დგას ევროკავშირთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და უახლოეს მომავალში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებას ელოდება.

“საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს ზრდის. ამ თვეში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწერთ ხელს. ინვესტორები და ტურისტები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას. ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას – ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში ბიზნესის კეთება ერთ-ერთი უმარტივესია. მსოფლიოს მასშტაბით საგადასახადო ტვირთის სიმცირით მე-9 ადგილს ვიკავებთ. ყველა ძირითადი სარეიტინგო სააგენტო სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს. ჩვენ გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩემი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს გრძელვადიანი მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა. რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს, საპენსიო სფეროს. ეს გეგმები ცხადყოფს მთავრობის მონდომებას, შექმნას თანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი ქართული მუშახელი, რომელიც მზადაა გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის,”-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიულად ჰქონდა სტრატეგიული როლი რეგიონში და დღესაც, როგორც რეგიონალური ცენტრის როლი, ინვესტორებს საქართველოში იზიდავს.

“საქართველოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, ჩვენ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა, ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების შესანიშნავი საწყისი წერტილი ვართ,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძეს მეზობელი უარყოფითად ახასიათებს