გიორგი კვირიკაშვილი: დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია

დემოკრატია, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არაფერია თავისუფლების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვლმა ბერლინში, საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე განცხადა და სასამართლოსა და მედიის თავისუფლების შესახებ ისაუბრა.

„წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ამჟამად, ჩვენ ვკონცენტრირდებით დეპოლიტირებული პოლიციისა და დამოუკიდებელი პროკურატურის შენებაზე, რომლებიც დამნაშავეებს მათი პოლიტიკური აფილირების მიუხედავად დევნიან. ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯეს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად. ჩვენ ურუნველვყავით, რომ მოსამართლეები და პროკურორები უვადოდ ინიშნებიან და შიდა რეგულატორულ ზედამხედველობას ექვემდებარებიან“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლების საკითხსაც. „მტკიცედ გვწამს გამოხატვისა და მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. Freedom House-ს მონაცემებით, 2015 წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანაა, ხოლო საქართველოს მაჩვენებლები ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გამოხატვის თავისუფლების მიმართ ჩვენი თავდადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წელს, ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. 2012 წლის შემდეგ, ჩვენ ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები როგორც ადგილობრივ, ისე საპრეზიდენტო დონეზე. მოუთმენლად ველოდებით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანია. დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია. იგი ასევე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს იმ საზოგადოების ასაშენებლად, რომელშიც ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განვითარებულია“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილუკა კურტანიძე: როცა საქართველო ყველა კომპონენტით იქნება მზად, მიიღებს ვიზალიბერალიზაციას
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას – ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია