მაგდა პაპიძეს მეზობელი უარყოფითად ახასიათებს

მეზობლები მაგდა პაპიძეს უარყოფითად ახასიათებენ. მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესზე ამ წუთებში მეზობელი მარიამ პატარქალაშვილი იკითხება, რომელმაც განაცხადა, რომ კონფლიქტი პაპიძეს პირადად მასთანაც ჰქონია.

“წყალი ჩავიდა მაგდასთან ჩვენი ბინიდან. ამოგვივარდა მე და ჩემ დას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა. გვიკიოდა, თქვენ გაგარემონტებინებთო. მაგდას წივილკივილი მთელს უბანს ესმოდა ხოლმე, როდესაც ბავშვი არ იძინებდა იმასაც უკიოდა”,-განაცხადა პატარქალაშვილმა. მისივე ჩვენებით, სანამ ომარ ქაფიაშვილი და მაგდა პაპიძე დაოჯახდებოდნენ, ერთი კვირით ადრე მაგდას მამაკაცთან მიმოწერა ჰქონდა.
“სკაიპი ჩართული დარჩა. მე და ლანა შევხვდით ამ მამაკაცს, რომელმაც გვითხრა რომ მაგდა ომარის ირჩევს და მე მათ ურთიერთობაში არ ჩავერევიო”,-განაცხადა პატარქალაშვილმა.

მანამდე კიდევ ერთი მეზობელი ალა მარქაროვი დაიკითხა. “იყავი ცვალებადი ხასიათის. არავის ჩაცმა არ მოგწონდა. მე ორჯერ მითხარი დებილი ხარო და ჩემთანაც კონფლიქტი გქონდა. როცა ხასიათზე არ იყავი გამარჯობას არ მეუბნებოდი. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შეიცვალე”,- მიმართა მოწმემ ბრალდებულს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას – ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია
შემდეგი სტატიაგია მაისაშვილი: „გთხოვთ გამიგოთ, ვიწვი სირცხვილითა და უხერხულობით“