გიორგი ხოჯევანიშვილი: ,, ხაზგასმით აღვნიშნავ რომ, სოფელ ხურვალეთში არის სიმშვიდე და სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს“

შიდა-ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პალიტრა-ტვ-ის პირდაპირ ეთერში ხურვალეთში არსებულ ვითარებაზე და დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა. როგორც ხოჯევანიშვილმა განაცხადა სხვადასხვა პირებისა და ჯგუფების მიერ დღის განმავლობაში გავრცელდა სხვადსხვა ტიპის პროვოკაციული განცხადებები, რასაც მოჰყვა ვნებათა ღელვა.

„პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ სოფელ ხურვალეთში არის სიმშვიდე , სრულად კონტროლდება საოკუპაციო ხაზს აქეთ არსებული ტერიტორიები შესაბამისი უწყებების მიერ. მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სხვადასხვა პირებისა და ჯგუფების მიერ დღის განმავლობაში გავრცელდა სხვადსხვა ტიპის პროვოკაციული განცხადებები, რასაც მოჰყვა ვნებათა ღელვა. მინდა ყველა სწორად მოაზროვნე ადამიანს მოვუწოდო , რომ ეს არის საკმაოდ სენსიტიური საკითხი და ამ საკითხით სპეკულირება და რაიმე სახის თამაშების წამოწყება არ არის საჭირო და მიზანშეწონილი. არასწორ განცხადებებზე ადექვატური რეაქცია ჰქონდა სოფლის მოსახლეობას და მათი მხრიდან სრულად იქნა დაგმობილი მსგავსი სახის პროვოკაციები. ხაზგასმით აღვნიშნავ რომ სოფელ ხურვალეთში არის სიმშვიდე და სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს“, აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.

banner
წინა სტატიაში80 წლის წინ ჩეხოსლოვაკიაში ნაცისტური გერმანია შეიჭრა
შემდეგი სტატიადავით ქაცარავა – ხურვალეთში არ მინახავს რუსები დღეს, ლუდა სალია არის საღი ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია და მას ვენდეთ