80 წლის წინ ჩეხოსლოვაკიაში ნაცისტური გერმანია შეიჭრა

ზუსტად 80 წლის წინ, 1939 წლის 15 მარტს, ჩეხოსლოვაკიაში ნაცისტურმა გერმანიამ ჯარი შეიყვანა. ჩეხეთის, მორავიისა და სილეზიის ოკუპაცია, ფაქტობრივად, ერთ დღეს მოხდა. ჰიტლერული ჯარის შესვლას წინ უძღოდა შეთანხმება, რომლიც ჩეხოსლოვაკიის მაშინდელი პრეზიდენტისგან ემილ გახისგან დაშინებით და მუქარით მიიღეს – “რადიო პრაღა” წერს.

ჩეხეთის არმიას უბრძანეს კაზარმებში დარჩენილიყვნენ და იარაღი ჩაებარებინათ. იმავე დღეს, 15 მარტს პრაღაში ადოლფ ჰიტლერი ჩავიდა. ჩეხეთის მთავრობამ, რუდოლფ ბერანის ხელმძღვანელობით, გადადგომა გადაწყვიტა, თუმცა, პრეზიდენტმა ამაზე უარი თქვა.
ქვეყნის ოკუპაცია 1945 წლის მაისამდე გაგრძელდა.

 

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: ჩატარებული საპოლიციო მოქმედებებით ჩანს, რომ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან შსს უკომპრომისოა
შემდეგი სტატიაგიორგი ხოჯევანიშვილი: ,, ხაზგასმით აღვნიშნავ რომ, სოფელ ხურვალეთში არის სიმშვიდე და სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს“