დავით ქაცარავა – ხურვალეთში არ მინახავს რუსები დღეს, ლუდა სალია არის საღი ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია და მას ვენდეთ

საგუშაგოსთან სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტის დავით ქაცარავას განცხადებით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ხვალ ხურვალეთში შესვლას ეცდებიან. როგორც ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა რუსები თავად არ უნახავს და ადგილზე მყოფ ლუდა სალიას ენდნენ.

„არ მინახავს რუსები დღეს. ლუდა სალია არის ის ადამიანი, გულმხურვალე პატრიოტი, საღი ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია და ჩვენ მას ვენდეთ. ეს ინფორმაცია გამაგრებული იყო ბაღის მეპატრონის ინფორმაციით. მხოლოდ და მხოლოდ დილით, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა ადგილზე შესვლის, გავაკეთებთ ჩვენ დასკვნებს“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხოჯევანიშვილი: ,, ხაზგასმით აღვნიშნავ რომ, სოფელ ხურვალეთში არის სიმშვიდე და სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს“
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველების ოჯახებს მიუსამძიმრა