წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, ფოცხოეწერის დასახლებაში, კარატეს სკოლაში მივიდა და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
“აღსანიშნავია, რომ დარბაზი წლების მანძილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებდა. დღეის მდგომარეობით, კი ყველა პირობებია შექმნილი სავარჯიშოდ.
მეც სპორტსმენი გახლავართ და ყოველთვის ვცდილობ მთელი ჩემი ცხოვრება დავუკავშირო ახალგაზრდების ჯანსაღად აღზრდას
წალენჯიხელი სპორტსმენები ერთ-ერთი წამყვანები არიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში და შემიძლია გითხრათ, მსოფლიო კლასის ვარსკვლავები არიან.
ამ დარბაზში არ შემოისვლებოდა 2 წლის წინ და დღეს, თქვენ ხედავთ, როგორი კარგი პირობებია შექმნილი ვარჯიშისთვის. ამ დღეებში მათ გადაეცათ ტატამი, შეჯიბრებებზე მათ სწორედ ტატამზე უწევთ გამოსვლა და მათთვის უცხო არ უნდა იყოს, მიჩვეულნი უნდა იყვნენ.
ვამაყობ, რომ სწორედ წალენჯიხაშია ასეთი კარგი სკოლა, გამოცდილი, პროფესიონალი პედაგოგებით. ვუყურე სპარინგს, ძალიან კარგი თაობაა და ველოდები ბევრ წარმატებებს ქართულ სპორტში და კონკრეტულად კი ფოცხოეწერის კარატეს სკოლის ახალგაზრდებისგან.
წალენჯიხის სასპორტო ცენტრი ნაყოფიერ მუშაობას აგრძელებს სპორტის ყველა მიმართულებით და მე კიდევ ერთხელ სიხარულით და სიამაყით გავიხსენებ რეორგანიზაციის შედეგს – 240 სპორტსმენი გვყავდა რეორგანიზაციამდე და დღეს უკვე 600 სპორტსმენი გვყავს”, – განაცხადა მერმა ფოცხოეწერის კარატეს სკოლაში სტუმრობისას