გიორგი კანდელაკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

kandelaქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ რამდენიმე ახალი რეისის გახსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:
„როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბის ქუთაისში ამუშავების იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და ხორცშესხმის ლობისტმა მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო შემდეგი: ცხადია, ახალი რამდენიმე მარშუტის გახსნა მისასალმებელია. მაგრამ მთავრობა – და პირადად ივანიშვილი – ამ პროექტის ლანძღვით რომ არ დაკავებულიყო და იგი გაეგრძელებინა დღეს ქუთაისის აეროპორტში უნდა ყოფილიყო ბევრად მეტი რეისი; მგზავრთა ნაკადი უკვე ასული უნდა იყოს დაახლოებით ორ მილიონზე (სხვათა შორის შარშან შემცირდა ნაკადი), 2013 წლის მაისიდან უნდა შემოსულიყო მსოფლიოს მგზავრთა რაოდენობით ყველაზე დიდი ავიაკომპანია „რაეინეარი,“ ამ სიკეთით უნდა ესარგებლა ბევრად მეტ ადამიანს და საქართველოს ეკონომიკაში უნდა შემოსულიყო ასეულ მილიონობით დოლარი. ეს პროექტი დაიწყო 2011 წელს და გაიხსნა 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. რომ არ დამთავრებულიყო მშენებლობა, კაცმა არ იცის გაიხსნებოდა თუ არა.
ვინ არის პასუხისმგებელი დაკარგულ წლებზე, შემოსავალზე და სამუშაო ადგილებზე? პასუხი ცხადია. დარწმუნებული ვარ, ახალი მთავრობა, რომელიც ქვეყანას წლევანდელი არჩევნების შემდეგ ჩაიბარებს, ქუთაისის აეროპორტსაც (რომელიც მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მემკვიდრეობად დარჩება) სრული მასშტაბით აამუშავებს და ქვეყნის წინაშე მდგარ ბევრ მნიშვნელოვან პრობლემასაც წარმატებით გადაჭრის.“

banner
წინა სტატიაშიკახეთის მოსახლეობას ხელისუფლებამ 4 თეთრით გაუძვირა ელექტროენერგიის გადასახადი
შემდეგი სტატიატელეკომანია „მაესტროს“ ირგვლივ არსებულ ვითარებაზე გაზეთ “ქრონიკა+” რედაქტორი ახალ ინფორმაციას ავრცელებს