ტელეკომანია „მაესტროს“ ირგვლივ არსებულ ვითარებაზე გაზეთ “ქრონიკა+” რედაქტორი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

kiladzeტელეკომანია „მაესტროს“ ირგვლივ არსებულ ვითარებაზე გაზეთ “ქრონიკა+” რედაქტორი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.ელისო კილაძის განცხადებით ძმები გაჩეჩილაძეები „მაესტროს საქმეზე“ უჩა მამაცაშვილთან შეხვედრას ცდილობდნენ და მამაცაშვილმა ისინი კალაძესთან გადაამისამართა.

“მას შემდეგ რაც საჯარო რეესტრმა “მაესტროს” დირექტორად არ დაარეგისტრირა ლევან გაჩეჩილაძე, ძმებმა ბიძინა ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს, მაგრამ უშედეგოდ. უჩა მამაცაშვილმა ძმებ “გრეჩიხებს” სამჯერ უთხრა უარი შეხვედრაზე და კახი კალაძესთან გადაამისამართა- ამიერიდან, მასთან გაარკვიეთ, მე “მაესტროს “ამბებში აღარ ვერევიო. ჩემი ინფორმაციით შუშის სასახლის მთავარი ბინადარი ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია ძმებზე, რადგან ინფორმციის თანახმად ძმები ივანიშვილს „მაესტროს საქმის“ უხმაუროდ მოგვარებას დაპირდნენ, ივანიშვილი კი ფიქრობს რომ რეალურად, “მაესტროს საქმე“ „რუსთავი 2-ის“ სკანდალზე არანაკლებ ხმაურიანი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში ძმები „წიწიბურები“ დარჩნენ კახი კალაძის იმედად და სავარაუდოდ „გადაგდებულებიც“ – აცხადებს “ქრონიკა+” რედაქტორი ელისო კილაძე.

წყარო

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარება გვსურს