კახეთის მოსახლეობას ხელისუფლებამ 4 თეთრით გაუძვირა ელექტროენერგიის გადასახადი

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო,,როგორც ყოველთვის ამ მთავრობამ თავისი უგუნურობა გამოიჩინა. მეოთხე წლის ყველაზე რთულ გაზაფხულზე, კახეთის მოსახლეობას ხელისუფლებამ 4 თეთრით გაუძვირა ელექტროენერგიის გადასახადი. პირველი აპრილიდან კი 11 თეთრით გაუძვირდება მოსახლეობას ბუნებრივი აირიც. ამას აკეთებს ,,ქართული ოცნების” მთავრობა, რომელიც ბევრი მომხიბვლელი დაპირებებით მოვიდა ხელისუფლებაში. მათ შორის იყო ენერგოტარიფების გაიაფებაც. მთავრობამ მოახერხა ის, რომ გაზაფხულიდან 85 ათას ოჯახს გაუარესდება მდგომარეობა. ,,ოცნების” მთავრობას დაავიწყდა, მათი დაპირების მიხედვით რამდენი უნდა ყოფილიყო პენსია, სამუშაო ადგილები. შეიმჩნევა, რომ ჩვენი მთავრობა აბუჩად იგდებს კახელებს. გავიმეორებ, რომ წელს კახეთში იყო სამარცხვინო რთველი, სადაც ნამდვილად დასცინეს ქართველ ხალხს, სადაც ადამიანებს შესთავაზეს შეუსაბამო რთველის ფასი. კახეთში ძალიან ბევრმა მოგცათ ხმა და მათი დამსახურებაა თქვენ ხელისუფლებაში, რომ ხართ. მაგრამ თქვენ მათ უღალატეთ. ,,მაძღარ კაცს მშიერიც მაძღარი ჰგონია”- და ნუ ჰგონია თქვენს მთავრობას, რომ კახეთში ხალხი კარგად ცხოვრობს. ვხედავ, რომ პარლამენტში კახეთის არც ერთ მაჟორიტარს არ უთქვამს ამაზე არაფერი. შემოდგომაზე არჩევნებზე მოვა ხალხი და თქვენ საკადრის პასუხს გაგცემენ”, – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
m

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდებას ადასტურებს
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს