გიორგი გახარია: „ვერასდროს გავატარებთ შსს-ში ეფექტიან რეფორმებს, სანამ არ გვექნება ნდობის მაღალი ხარისხი საზოგადოებასთან“

“ჩვენ სულ რამოდენიმე კვირის წინ დავთანხმდით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას და ეს იქნება კიდევ დამატებითი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პოლიციელის მხრიდან გადაცდომის ან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებში იყოს ადეკვატური და აბსოლუტურად სამართლიანი რეაგირება”- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“ განაცხადა.

“ჩვენ ვერასდროს ვერ გავატარებთ შსს-ში ეფექტიან რეფორმებს, სანამ არ გვექნება ნდობის მაღალი ხარისხი საზოგადოებასთან, რისთვისაც ვაკეთებთ ყვველაფერს, მათ შორის ჩვენი მიდგომა შსს-ს ყველა თანამშრომლის მიმართ არის ძალიან მარტივი – ჩვენ მთ ვუჭერთ მხარს მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ისინი იცავენ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და იცავენ კანონს. როგორც კი მათი უფლებამოსილების გადამეტება ფიქსირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ 2-ჯერ უფრო მკაცრი, ვიდრე კანონდამრღვევების მიმართ,“-განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: „ნებისმიერი, ვისი ბრალეულობაც ხორავას ქუჩის საქმეში გამოიკვეთება, როგორი მაღალი დონის ჩინოსანიც არ უნდა იყოს პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანი და დანაშაული- რეფერირების სისტემა, რომელსაც განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები მართავს, მისახედია