არასრულწლოვანი და დანაშაული- რეფერირების სისტემა, რომელსაც განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები მართავს, მისახედია

14 წლამდე მოზარდები მსუბუქი დანაშაულისთვის პასუხს საერთოდ არ აგებენ, მათთან შსს საერთოდ ვერ მუშაობს, რაც სწორია, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“.მისვე განცხადებით ჩვენ კანონმდებლობის იმ ჩარჩოში ვართ, როდესაც 14 წლამდე მოზარდები დანაშაულს ჩადიან, ფაქტს ვაფიქსირებთ, იდენტიფიცირებას ვახდენთ და ვუშვებთ, იქიდან გამომდინარე, რომ 14 წლამდე მოზარდებს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფერირების სისტემა, რომელსაც განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები მართავს, მისახედია და მის ამუშავებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: „ვერასდროს გავატარებთ შსს-ში ეფექტიან რეფორმებს, სანამ არ გვექნება ნდობის მაღალი ხარისხი საზოგადოებასთან“
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: ჩვენ ჩადება არ გვჭირდება, ჩადებას არ ვაპირებთ