გიორგი გახარია: „ნებისმიერი, ვისი ბრალეულობაც ხორავას ქუჩის საქმეში გამოიკვეთება, როგორი მაღალი დონის ჩინოსანიც არ უნდა იყოს პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“

„პირველ რიგში, მე მინდა გითხრათ, რომ შს სამინისტროში ამ საქმეზე გამოძიება დასრულებულია და გადაცემულია სასამართლოსთვის, შესაბამისად იქ დადასტურდება, გამყარდება ან გაჩნდება ახალი კომპონენტები. ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ რომ ეს საქმე არის გახსნილი და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ყველა უნდა დავემორჩლოთ, თუმცა ერთმინშვნელოვნად და ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ვერავინ ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ამ საქმეში, როგორი მაღალი დონის ჩინოსანი არ უნდა იყოს პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. რამეთუ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი საზოგადოებისთვის ჩვენი ქალაქისთვის და ბოლოს და ბოლოს ეს ეხება ასევე არასრულწლოვნებს, სადაც ჩვენ კატეგორიულად, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ მარლთსმაჯულება უნდა იყოს ტრანსფარენტული, ღია და ძალზედ მკაცრი,”-განაცხადა  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა რაც შეიძლება ახლო პერიოდში მოხდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: „ვერასდროს გავატარებთ შსს-ში ეფექტიან რეფორმებს, სანამ არ გვექნება ნდობის მაღალი ხარისხი საზოგადოებასთან“