გიორგი გახარია – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარების თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ სერიოზული პროგრამებისთვის ვართ მზად, თუმცა წვდომა საკმაოდ დიდი პრობლემაა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარების თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ სერიოზული პროგრამებისთვის ვართ მზად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დახმარების პროგრამები პრაქტიკულად გათანაბრებულია, თუმცა წვდომა საკმაოდ დიდი პრობლემაა.

„მოგეხსენებათ, წვდომა ძირითადი გამოწვევაა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ადამიანის უფლებების საბაზისო მოთხოვნების დასაცავად. მათ შორის, ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელზე მუშაობასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში “ბარდაკია” – მეთიუ ბრაიზა
შემდეგი სტატიარომელიმე ცალკეული პიროვნება რეალურად სურათს მაინც ვერ შეცვლის პარლამენტში – ბობოხიძე პატრიოტთა ალიანსის წევრის განცხადებაზე