რომელიმე ცალკეული პიროვნება რეალურად სურათს მაინც ვერ შეცვლის პარლამენტში – ბობოხიძე პატრიოტთა ალიანსის წევრის განცხადებაზე

ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე, პატრიოტთა ალიანსის წევრის, ავთანდილ ენუქიძის განცხადებას ეხმაურება, რომ ის აპირებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას.
ბობოხიძის თქმით, ცალკეული პიროვნების შესვლა პარლამენტში რეალურ სურათს ვერ შეცვლის, ხოლო თუ ენუქიძე პარლამენტში პარტიის სახელით შევა, როგორც ბობოხიძე აღნიშნავს, პარტიას მოუწევს ამაზე პასუხისმგებლომა საკუთარ ამომრჩეველთან.
„ოპოზიციურ ერთობაში პატრიოტთა ალიანსი არც მოიაზრებოდა, თუმცა ჩვენ მოხარული ვიყავით, რომ პატრიოტთა ალიანსი ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტს. მე იმედი მაქვს, რომ ისინი ბოლომდე შეასრულებენ თავიანთ სიტყვას, რაც შეეხება ბატონი ავთანდილ ენუქიძე დარჩება თუ არა, მე მას ნაკლებად ვიცნობ, როგორც პოლიტიკურ ფიგურას და ვფიქრობ, რომ პატრიოტთა ალიანსი, როგორც პოლიტიკური ძალა, თავისი გადაწყვეტილების ერთგული დარჩება ბოლომდე, ხოლო რომელიმე ცალკეული პიროვნება რეალურად სურათს მაინც ვერ შეცვლის.
თუ პატრიოტთა ალიანსი შეცვლის გადაწყვეტილებას და როგორც პარტიის წევრი, ისე დარჩება ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში, ასეთ შემთხვევაში ყველა პარტიას მოუწევს პასუხისმგებლობა საკუთარ ამომრჩეველთან.“ – განაცხადა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარების თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ სერიოზული პროგრამებისთვის ვართ მზად, თუმცა წვდომა საკმაოდ დიდი პრობლემაა
შემდეგი სტატიამე გირჩის ნაწილს და პარტია მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ პარლამენტში შესვლაზე კი ნუ ილაპარაკებენ, ილაპარაკონ იმაზე, გამოვლენ თუ არა პარლამენტიდან – ბობოხიძე