საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში “ბარდაკია” – მეთიუ ბრაიზა

დიპლომატი და ანალიტიკოსი მეთიუ ბრაიზა - აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დიპლომატმა მეთიუ ბრაიზამ ჟურნალისტისა და ბლოგერის ეგორ კუროპტევის საავტორო გადაცემაში Пограничная ZONA განაცხადა, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაში სრული დომხალი – “ბარდაკია”.

“ამჟამად საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვვითარებაში “ბარდაკია”. გენერალი ჰოჯესი ახსენებდა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მაგრამ როცა ასეთი არასტაბილურობაა, არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, ეს საქართველოს საწინააღმდეგოდ მეტყველებს”, – თქვა მეთიუ ბრაზამ.

მეთიუ ბრაიზამ ასევე ამბობს, რომ შიდა პოლიტიკური პროცესის მოსაგვარებლად, დრო უნდა მიეცეთ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს.

“ახლა ჩვენ უნდა მივცეთ დრო ელჩ დეგნანსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს, რომ წარმატებით გააგრძელონ შუამავლობა ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის. როცა მე ვაშინგტონში, პოლიტიკურ თანამდებობაზე ვიყავი, ეს ძალიან რთული საქმე იყო. სულ გადაფრენები მქონდა, მიმოსვლა, რათა დაპირისპირებულთა პოზიციები დამეახლოვებინა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ დეგნანს დრო სჭირდება. ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდება და, მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ შედეგსაც გამოიღებს, – თქვა მეთიუ ბრაიზამ.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით კომპრომისები არ იქნება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარების თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ სერიოზული პროგრამებისთვის ვართ მზად, თუმცა წვდომა საკმაოდ დიდი პრობლემაა