გიორგი გახარია – ”ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებზე რეაქცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნული

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებზე რეაქცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნული.

როგორც გახარიამ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები ეყრდნობა მხოლოდ ჭორებს, პროვოკაციებსა და შინაარსს მოკლებულ ქმედებებს.

”ეს არის აბსოლუტურად ცარიელი, მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციებზე, უაზრო ჭორებზე დაყრდნობილი ქმედებები, ამიტომ მე საჭიროდ არ ვთვლი, რომ ამაზე რაიმე რეაქცია უნდა გავაკეთო. ჩვენი რეაქცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნული, რადგან ეს არის ცარიელი, არაფრის მთქმელი, ყველანაირ შინაარსმოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც ცნობილია, პარლამენტში გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

banner
წინა სტატიაში“კანონიერად ხელისუფლება ვერ მოახდენს მის ექსტრადირებას” – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
შემდეგი სტატიადეპუტატი სავალან მირზოევი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების სახელით პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის