“კანონიერად ხელისუფლება ვერ მოახდენს მის ექსტრადირებას” – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

“ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერის ადვოკატებმა დღეს ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუმარტეს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებული სამართლებრივი ნიუანსები. მათი თქმით, როგორც ექსტრადიცია, ასევე სააკაშვილის შესაძლო დეპორტაცია, იქნება უკანონო და უკრაინის კანონმდებლობის დარღვევა.

“დღეს მიხეილ სააკაშვილს საკმარისი სამართლებრივი სტატუსი აქვს, რომელიც ხელისუფლებას არ აძლევს ექსტრადირების უფლებას. უკრაინამ ორჯერ უთხრა უარი ქართულ მხარეს, მან მესამედაც მიმართა. ჩვენ ვთვლით, რომ საფუძველი არ არსებობს, რადგან ბრალდებები პოლიტიკურია. მეორე არგუმენტია ის, რომ საემიგრაციო სამსახურის მიუხედავად, რომელსაც გავასაჩივრებთ სააკაშვილს აქვს მოდავის სტატუსი და არც ეს აძლევს უფლებას ხელისუფლებას, რომ მისი ექსტრადირება მოახდინოს. კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, რომ მას ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს იმ ე.წ. საქმეზე რომლის გამოძიებასაც გენპროკურატურა აწარმოებს. ეს ყველაფერი სააკაშვილს ლეგალურ სტატუს აძლევს და კანონიერად ხელისუფლება ვერ მოახდენს მის ექსტრადირებას ან დეპორტაციას, ამის გაკეთება ხელისუფლებას მხოლოდ კანონის დარღვევის შემთხვევაში შეძლებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რომან ჩერნოლუცკიმ.

რადას დეპუტატის იური დერევიანკოს თქმით, სააკაშვილი ქვეყნიდან გაყვანა შესაძლოა ახალ წლამდე სცადონ.

“შესაძლოა ხელისუფლება ახალ წლამდე სცადოს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა, ამიტომ ვაფრთხილებ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ეს არის საშობაო დღესასწაულის პერიოდი და შეიძლება ხელისუფლებამ ამით ისარგებლოს. ჩვენ ვეუბნებით მათ, ნუ ჩააგდებთ ქვეყანას შავ დღეში, უკანონო ქმედებებს ნუ ჩაიდენთ“ – განაცხადა დერევიანკომ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გიორგანაშვილი – გამართლების შემთხვევაში, იმ პოლიციელების წინააღმდეგ ვინც ჩემს დაკავებაში მონაწილეობდა, სარჩელს შევიტან
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ”ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებზე რეაქცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნული