დეპუტატი სავალან მირზოევი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების სახელით პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სავალან მირზოევი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების სახელით პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის.

როგორც მირზოევმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების საპილოტე პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია.

მირზოევი დაინტერესდა, დასაქმების მიმართულებით რა პერსპექტივები აქვთ სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო უწყებებში სტაჟირებას გაივლიან.

„წინა წელს ამოქმედდა სტაჟირების საპილოტე პროგრამა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სახელმწიფო უწყებებში, ვიცით, რომ აღნიშნული პროგრამა მთავრობამ მიიღო დადგენილების დონეზე, რაც არის მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სტუდენტების და ახალგაზრდების სახელით მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერისთვის“- განაცხადა მირზოევმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ”ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებზე რეაქცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნული
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – „ნაცებისგან“ და „ევროპული ნაცებისგან“ წყნარად დასმული კითხვები პირველად გავიგე და მგონი, რაღაცამ იმოქმედა