,,გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დადგეს ის შედეგი, რომელსაც ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება”

გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დადგეს ის შედეგი, რომელსაც ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილების ოჯახებს.

„კიდევ ერთხელ, ამ პიროვნული ტრაგედიის გამო უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა, პირველ რიგში ოჯახის და მთელი ქვეყნის მიმართ. ჩვენ პირველივე დღიდან მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ სწრაფად მიგვეღწია შედეგისთვის ამ საქმის გამოძიებაში. არ გავიმეორებ ყველაფერ იმას, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე ითქვა კომისიის ფარგლებში, სხვადასხვა შეხვედრების დროს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი დასრულდეს და იყოს ის შედეგი, რომელსაც ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება.იყოს ობიექტური და ნდობის მაღალ ხარისხს იმსახურებდეს.”-განაცხადა შს მინისტრმა.

მინისტრის თქმით ამსაკითხზე პოლიცია უკვე მუშაობს და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს

,, მესმის, რომ ეს არის ფუჭი სიტყვები მშობლებისთვის, მამისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ამ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა ჩვენს ქალაქში, ჩვენს საზოგადოებაში.ისიც კარგად მესმის, მიუხედავად ბევრი იმ ცვლილებისა, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელიც ამ ტრაგედიის შემდგომ იყო გატარებული, ეს არ არის ნუგეში, არც ნათესავებისთვის, არც მშობლებისთვის, კიდევ ერთხელ უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისში, ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად, დღეს რუსთაველის გამზირიდან ხორავას ქუჩამდე მსვლელობა გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია მოძრაობა „არა ნაციზმს“ ოფისში მომხდარ ინციდენტზე – ამ საქმეს კონტროლზე ავიყვანთ
შემდეგი სტატია,,ვისურვებდი, გრიგოლ ვაშაძემ კვლავ პრეზიდენტის დარი სოლიდურობა გამოავლინოს და ამსტერდამიდან დასახული ტაქტიკით არ იმოძრაოს”