გიორგი გახარია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს ეროვნულ და რეგიონულ უსაფრთხოებას უკავშირდება.

ჯეიმს აპატურაიმ და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ ვითარება და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. გიორგი გახარიამ ჯეიმს აპატურაის საკუთარი პოლიტიკური და პარტიის გეგმები გააცნო.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავენ. ევროპარლამენტარებს შეხვედრაზე გიორგი გახარიამ პოლიტიკურ გეგმებთან ერთად, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნო.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიიუსტიციის საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად 9-ვე მოსამართლის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობისთვის €50 მლნ-ით დაეხმარება