იუსტიციის საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად 9-ვე მოსამართლის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად 9-ვე მოსამართლის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. საბჭომ კანდიდატები ხმათა უმრავლესობით აირჩია. ეს სია ახლა დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.

პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში საბჭოს არამოსამრთლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მონაწილეობას არ იღებს.

დღეს, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას. საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 9 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენაზე, 88 მათგანის ქვედა ინსტანციაში დანიშვნასა და 8-ის ქვედა ინსტანციაში გადაყვანაზე.

სავარაუდოდ, დღესვე მიიღებს მოსამართლის სტატუსს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილიც.

banner
წინა სტატიაშიავჭალა 2-ში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ჯეიმს აპატურაის შეხვდა