ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობისთვის €50 მლნ-ით დაეხმარება

ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს 50 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 50 მილიონი ევრო საქართველოს ვაქცინებისა და COVID-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

თანხა დაემატება 2020 წელს გამოყოფილ 210 მილიონ ევროს. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ჯეიმს აპატურაის შეხვდა
შემდეგი სტატიაარჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საზოგადოებას დასკვნას ივლისში წარუდგენს