გიორგი გახარია: ჩვენ ჩადება არ გვჭირდება, ჩადებას არ ვაპირებთ

ჩვენ მარტივ პოზიციას ვაფიქსირებთ, რომ „ჩადება“, როგორც ასეთი, სწორი არ არის და არ ვაპირებთ, ვინმეს ჩავუდოთ, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“.
შეკითხვაზე – ის ფაქტი, რომ შსს კამპანია „ არა ჩადებას“ შეუერთდა, არის თუ არა იმის აღიარება, რომ პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკის ჩადების ფაქტები მართლაც ხდება.

„ეს არაფრის აღიარებას არ ნიშნავს. ეს ერთ რამეს ნიშნავს, რომ ჩადება, როგორც ასეთი, სწორი არ არის და არ ვაპირებთ, ვინმეს ჩავუდოთ. პირველი იმიტომ, რომ ჩადება თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელის, მისი ინტელექტისა და ეფექტურობის შეურაცხყოფაა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩადება არ გვჭირდება“, – განაცხადა გახარიამ.

მინისტრის თქმით, იმ აღქმასთან მიმართებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა, შსს–ს ადვილად გასაგები გზავნილი აქვს.

„ჩვენ ჩადება არ გვჭირდება, ჩადებას არ ვაპირებთ და თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება, დადასტურების შემთხვევაში, ჩვენ ყველაზე პირველები და ყველაზე მკაცრები ვიქნებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო, სხვადასხვა ინსტიტუტი სულ უფრო და უფრო ჰუმანური ხდება, „რაც მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში – „ჩამიდეს“, „მცემეს“, დაცვის კომპონენტში და ზოგჯერ, ადვოკატირების მომენტშიც გარკვეული სტრატეგია ხდება“.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანი და დანაშაული- რეფერირების სისტემა, რომელსაც განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები მართავს, მისახედია
შემდეგი სტატიაშსს-ში ოთხასი პოზიციაა შემცირებული-არ შეიძლება 800 ლარი ადეკვატური ხელფასი იყოს