გიორგი ცუცქირიძე – თავად 5000 კაცის ვერ გამომყვან ე.წ გაერთიანებულ პროდასავლურ ოპოზიციას სიტყვაც აღარ გადააქვთ ამ შეკრების მთავარ არსზე, რომ დღევანდელი შეკრების მიზანი “კონტრაქცია” არ იყო

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელშ ეხმაურება.

როგორც გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, ოპოზიციურ ფლანგზე დაიწყო ციფრებით მანიპულირება, თუ რამდენი ადამიანი იყო შეკრებილი თავისუფლების მოედანზე.

„პირველადი შოკის და ცივი შხაპის შემდეგ, ოპოფლანგზე დაიწყო ციფრებით ჩვეულებრივი მანიპულირება თუ რამდენი ადამიანი იყო თავისუფლების მოედანზე, თავდაპირველი 20 000 შემდეგ, დასკვნის სახით ვიგებთ, რა გასაკვირი ყოფილა თუ ოცნებამ “ფულადი და ადმინისტრაციული რესურსით” თუნდაც 50 000 ადამიანი რომ შეკრიბა მთელი საქართველოდანო(ისე ცნობისათვის ორჯერ მეტიც იყო, და ამდენი რომ გაიმეტეს აქედანაც ჩანს), ასე ხომ 2012 წელს მიშამაც შეკრიბა სტადიონზე 50000 და 2 თვეში არჩევნები წააგოო!!

და თავად 5000 კაცის ვერ გამომყვან ე.წ გაერთიანებულ პროდასავლურ ოპოზიციას სიტყვაც აღარ გადააქვთ ამ შეკრების მთავარ არსზე, რომ დღევანდელი შეკრების მიზანი “კონტრაქცია” კი არ იყო, არამედ „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის საზეიმოდ აღნიშვნა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს!.

და ისე საინტერესოა მაშინ შეკრების მიზანი ევროპული დღეები იყო თუ მრავალათასიანი საპროტესტო მუხტით ნირწამხდარი ნაცმოს ბოლო გაბრძოლების და თავიანთი მომხრეების წინასაარჩევნო ბოლო დათვალიერების განწირული მცდელობა?“, – წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა ფილარეტმა ირაკლი როგავას უკრაინის თავდადებისა და სიყვარულისთვის სახელმწიფო ჯილდო გადასცა
შემდეგი სტატიავაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზისკენ დაიძრნენ