ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზისკენ დაიძრნენ

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზისკენ დაიძრნენ, სადაც მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მცირე მიმართვის გაკეთებას გეგმავს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ცუცქირიძე – თავად 5000 კაცის ვერ გამომყვან ე.წ გაერთიანებულ პროდასავლურ ოპოზიციას სიტყვაც აღარ გადააქვთ ამ შეკრების მთავარ არსზე, რომ დღევანდელი შეკრების მიზანი “კონტრაქცია” არ იყო
შემდეგი სტატიახელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მორიგ შეხვედრას მართავენ