პატრიარქმა ფილარეტმა ირაკლი როგავას უკრაინის თავდადებისა და სიყვარულისთვის სახელმწიფო ჯილდო გადასცა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიია (კიევის საპატრიარქო) საპატიო პატრიარქმა, მისმა უწმინდესობა ფილარეტმა ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია გამართა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველს, სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველს ირაკლი როგავას, რომელიც უკრაინაში ორწლიან საქმიანობას ასრულებს, უკრაინის თავდადებისა და სიყვარულისთვის სახელმწიფო ჯილდო გადასცა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არა ელჩის რანგის ქართველ დიპლომატს აღნიშნული ჯილდო გადაეცა.

პატრიარქმა ფილარეტმა აღნიშნა, რომ საქართველო მოძმე ერია და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გამოხატა.

ასევე დაჯილდოვდნენ რამდენიმე დეპუტატი, უკრაინის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სლოვაკეთის, გერმანიის და ლატვიის საპატიო ელჩები, ბიზნეს კლუბის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაგიორგი ცუცქირიძე – თავად 5000 კაცის ვერ გამომყვან ე.წ გაერთიანებულ პროდასავლურ ოპოზიციას სიტყვაც აღარ გადააქვთ ამ შეკრების მთავარ არსზე, რომ დღევანდელი შეკრების მიზანი “კონტრაქცია” არ იყო