გიორგი ჩაკვეტაძე: თსუ-ში სენატის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ სენატის არჩევნების მიმდინარეობა ჟურნალისტებს გააცნო.

როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისი თქმით, კენჭისყრა 17:00 საათზე დასრულდება.

„საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს წყნარ და მშვიდ გარემოში. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, აქტიურობა 10%-ზე მეტი ფიქსირდება. არანაირ ექსცესსა და ხარვეზს ადგილი არ აქვს. საღამოს 5 საათზე კენჭისყრა დასრულდება. საარჩევნო პროცესს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება”, – განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, კანდიდატებს შორის თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში არჩევნები 5 დღის განმავლობაში ხელახლა ჩატარდება.

სულ რეგისტრირებულია 44 კანდიდატი, საიდანაც 33 უნდა შეირჩეს. ახალი წევრებიდან 12 სტუდენტი უნდა იყოს, 21 კი სამეცნიერო და აკადემიური პერსონალი. არჩევნებში 28781 პირი იღებს მონაწილეობას.

სენატის არჩევნების საბოლოო შედეგები 23:00 საათზე გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი ქ. ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიანიცაში მყოფი 4 ქართველი ნაპოვნი და უვნებელია