გიორგი მღებრიშვილი ქ. ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

13654179_580975432063676_7253869844383194260_nსაქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 2016 წლის 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების დროს ქ. ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „მსგავსი საზარელი ქმედებები ანგრევს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია თავისუფალი საზოგადოების არსებობისათვის. ნება მიბოძეთ, ამ მწუხარების ჟამს, მოგმართოთ თქვენ და საფრანგეთის მოქალაქეებს და გამოვხატო თქვენდამი ჩემი მხარდაჭერა და თანაგრძნობა. ჩვენ თანავუგრძნობთ საფრანგეთის მოქალაქეებს, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საშინელი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაზარალდა. ფრანგ ხალხს მხარდაჭერას ვუცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელიც გიორგი მღებრიშვილმა ფრანგ კოლეგას, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზნევს გაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები საპროტესტო აქციებს იწყებენ
შემდეგი სტატიაგიორგი ჩაკვეტაძე: თსუ-ში სენატის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს