ნიცაში მყოფი 4 ქართველი ნაპოვნი და უვნებელია

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 4 ქართველი, რომელსაც დილიდან ეძებდნენ, იპოვეს. ამ პერიოდის განმავლობაში ოთხივე მათგანი სახლში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ტერაქტი ნიცაში გვიან ღამით მოხდა. ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. სატვირთოს მძღოლი პოლიციამ ადგილზე მოკლა. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები. ამჟამინდელი მონაცემებით დაღუპულია 84 , ხოლო დაშავებულია 100-მდე ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჩაკვეტაძე: თსუ-ში სენატის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიანიცას ტერაქტს ათობით ბავშვი ემსხვერპლა