ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა სექტემბერში სამიტს გამართავენ 

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა სექტემბერში ფხენიანში სამიტის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, საუბრის თემა  კორეის ნახევარკუნძულის ატომური განიარაღება და “პრაქტიკული ზომები” იქნება – ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა სეულმა გაავრცელა.

ჩრდილოეთ კორეელმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა “ისევ დაადასტურა თავისი მზაობა სრულ ატომურ განიარაღებასთან დაკავშირებით” და აშშ-სთან და სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა  –  ამის შესახებ სამხრეთ კორეაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჩონ იი იენმა კიმ ჩენ ინთან ფხენიანში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოეთკორეელმა ლიდერმა სამხრეთ კორეის წარმომადგენელი დაარწმუნა ,რომ მისი დონალდ ტრამპისადმი ნდობა ძველებურად “შეუცვლელია”.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი სკრიპალების საქმეზე მტკიცებულებებს გაეროს წარუდგენს
შემდეგი სტატიაგიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს