გიორგი აბაშიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გორში “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მმართველობის საკითხებს მიეძღვნა.

გორის კონფერენციაზე – “კარგი მმართველობა” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სიტყვით გამოვიდა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ორდღიანი კონფერენცია “შვედეთის ინსტიტუტთან” თანამშრომლობით ტარდება და მასში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები მონაწილეობენ.

კონფერენცია “კარგი მმართველობა” პირველი პლატფორმაა, სადაც ერთი მიზნისთვის ერთიანდებიან, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, რაც მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მათი ჩართულობით ხელი შეუწყონ სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას ამ ჯგუფებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის.

“მნიშვნელოვანია, რომ გორელი ახალგაზრდების ინიციატივით პირველად ტარდება გორში კარგი მმართველობის საკითხებზე კონფერენცია და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კონფერენციაზე ახალგაზრდები სწორედ ისეთ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ, როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გამჭვირვალობა, დემოკრატიის განმტკიცება, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება მოქალაქეებთან.
მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე მოქალაქეები, ახალგაზრდები აძლიერებენ დისკუსიას და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კონფერენციის მომხსენებლებმა, საქართველოში მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს კარგი მმართველობის პრინციპები და ამ პრინციპების იმპლემენტაციისთვის აუცილებელი საშუალებები.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნებისმიერ დამნაშავეს შეეკვრებოდა”- გოცირიძე
შემდეგი სტატიაშსს-მ მოსწავლის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო