შსს-მ მოსწავლის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა.

მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი – საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორე – მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”,- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ერთ- ერთი დაჭრილი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატია„წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მოსახლეობას არ ვუმალავთ, რა მოხდა“