“ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნებისმიერ დამნაშავეს შეეკვრებოდა”- გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ახმედ ჩატაევი გაათავისუფლა და ბრალდება მოუხსნა მხოლოდ იმიტომ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციისთვის ჩრდილი მიეყენებინათ.

„ის, რომ ეს არის ჩატაევი, მნიშვნელოვნად ამძიმებს საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობას, ვინაიდან ჩატაევი არის ამ ხელისუფლების პროდუქტი, ის გაათავისუფლა პროკურატურამ და ამის შემდეგ მან მოაწყო ტერორისტული აქტები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნებისმიერ დამნაშავეს შეეკვრებოდა, ოღონდ მას ხელი ჩაედო მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისათვის, თუნდაც ეს ყოფილიყო ცილისწამება,“ – აცხადებს “ენმ”-ის წევრი რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში51-ე სკოლის დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა