„გინება არის ცუდი, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია“ – სერგი კაპანაძე გიორგი გაბუნიას განცხადებაზე

რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა P.S-ში წამყვანის მონოლოგს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე ეხმაურება.

მისი თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება.

“სკოლაშივე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ისეთი ელემენტარული ჭეშმარიტებები, რომ:

– კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი

– სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება

– გინება არის ცუდი, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია

– ძალადობა არის მიუღებელი და დანაშაული

– მთავრობა არ ერევა გამოხატვის თავისუფლებაში, იცავს კერძო საკუთრებას და ქვეყანას მტრისგან. ასევე იცავს საკუთარ მოქალაქეებს.

და მერე, როცა ბავშვები გაიზრდებიან, აღარ გავლენ ჟურნალისტის უზრდელური განცხადების გამო გარეთ, არ მოითხოვენ არხის დახურვას, არ მოითხოვენ ცემას და ქვეყნიდან გაგდებას, არ უწოდებენ სხვას “ქათამს”, არ მოითხოვენ მაუწყებლობის შეწყვეტას, არ დაემუქრებიან კერძო არხს და არ მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მათი თანამოქალაქე ჟურნალისტი დაგმონ.

ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც ცოტა მეტი საღი აზრი ექნებათ, დარწმუნებული ვარ, იმასაც მიხვდებიან, როგორ მოიქცნენ ისე, რომ მეორე დღეს რუსული პრესა არ წერდეს, “საქართველო პუტინს იცავსო”- აღნიშნა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში“რა თქმა უნდა, გაბუნიას მარაზმს მთავრობის მარაზმმა გადაუჯოკრა” – შარაშენიძე
შემდეგი სტატია“თქვენი მორიგი ლუსტრაციის ღამე იყო გუშინ, საგარეომ გადაუჯოკრა ჯანდაცვას…” – ელენე ხოშტარია რ2-ის საკითხზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება