“თქვენი მორიგი ლუსტრაციის ღამე იყო გუშინ, საგარეომ გადაუჯოკრა ჯანდაცვას…” – ელენე ხოშტარია რ2-ის საკითხზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება

„რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა P.S-ში წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას და ამაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება. ხოშტარიას თქმით. ხელისუფლების რეაქციამ ლისტრაცია მოახდინა.

„ასეთ ბინძურ ძალასთან ბრძოლაში, როგორიც ქართული ოცნებაა, ნებისმიერი უპასუხისმგებლობა ძვირად გვიჯდება და გვაზარალებს. ჟურნალისტურ სტანდარტებს რომ თავი დავანებოთ, უპასუხისმგრბლობა იყო გუშინდელი პს და მთავრბისთვის საჩუქარი.

მაგრამ მთავრობა ტყუილა გგონიათ რომ თქვენი ბინძური ტრიუკებით პროტესტს ჩაახშობთ და თვალების დათხრაზე პასუხისმგებლობას გაექცევით სადმე. თქვენი მორიგი ლუსტრაციის ღამე იყო გუშინ, საგარეომ გადაუჯოკრა ჯანდაცვას და პრიზი გუშინ მათ დაიმსახურეს. ბევრი პრიზი შეგხვდებათ კიდე. ის ‘სტუდენტებიც’ დაჯილდოვდებიან აქციებზე ჯებირთან რომ იდგნენ სტუდენტი ვარ სიტყვით გამოსვლა მინდაო რომ გაიძახოდნენ და გუშინ უმალ რუსთავი2 თან ‘ლიდერობდენ’.

ვერ მოიგებთ სიბინძურით და კიდე უფრო მტკივნეული იქნება თქვენთვის“- წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაში„გინება არის ცუდი, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია“ – სერგი კაპანაძე გიორგი გაბუნიას განცხადებაზე
შემდეგი სტატია„ხელისუფლების ყველა შტო პუტინის დასაცავად დაირაზმა… დღეს ქვეყანას ნიღაბჩამოხსნილი პროპუტინისტური რეჟიმი მართავს“ – ბაჩუკი ქარდავა