“რა თქმა უნდა, გაბუნიას მარაზმს მთავრობის მარაზმმა გადაუჯოკრა” – შარაშენიძე

ექსპერტი უსაფრტხოების საკითხებში თორნიკე შარაშენიძე, გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის მონოლოგს ეხმაურება, სადაც გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, პირდაპირ ეთერში აგინა. შარაშენიძე ხელისუფლების უმაღლესი პირების შეფასებებზეც წერს და ამბობს, რომ “გაბუნიას მარაზმს, ხელისუფლების მარაზმმა გადაუჯოკრა”.

“რა თქმა უნდა, გაბუნიას მარაზმს მთავრობის მარაზმმა გადაუჯოკრა. რა თქმა უნდა, რ2 ყველა ვარიანტში უნდა დავიცვათ.

მაგრამ: როცა ტელეარხი პოლიტიკურ ომშია ჩართული რამდენი ასეთი სიტუტუცე უნდა ჩაიდინო. მაგალითად, საქართველოსნაირ რელიგიურ ქვეყანაში ამტკიცო რომ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში ყალბია, ან უკბილოდ იოხუნჯო ქრისტეზე. და ახლა ის რაც რუს ჟურნალისტებს არ უკადრებიათ მიშასთან მიმართებაშიც კი.

რატომ, შვილო, რატომ?,”-წერს შარაშენიძე.

banner
წინა სტატიაში„თბილისი პრაიდის” ღონისძიება დღეს აღარ გაიმართება
შემდეგი სტატია„გინება არის ცუდი, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია“ – სერგი კაპანაძე გიორგი გაბუნიას განცხადებაზე