ახალციხეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კონფერენცია გაიმართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

ახალციხეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებში, პარტიის ლიდერები – სერგო რატიანი, მიხეილ მაჭავარიანი, დავით დარჩიაშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი და ტარიელ ლონდარიძე ადგილობრივ მხარდამჭერებს შეხვდნენ.

დეპუტატებმა ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს და ამომრჩევლებს ის გეგმა გააცნეს, რომლითაც კრიზისი უნდა დაიძლიოს.

პარტიის წარმომადგენლების თქმით, 2016 წელს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მშვიდობიანი გზით გაუშვებს მთავრობას.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, პარტიის ლიდერები ადგილობრივ პენსიონრებს შეხვდნენ, რომელთაც პენსიის 50 ლარიანი მატების თაობაზე პეტიცია გააცნეს.

banner
წინა სტატიაშიბელარუსში ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილმა პანკისში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა