გიგი უგულავას საქმეზე აშშ-ის საელჩოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის საელჩოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის განვითარებას. გასაჩივრების უფლება არის ნებისმიერი დემოკრატიული სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და მხარეებს მისცა საშუალება ედავათ კანონის შესაბამისობაზე და წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები.

“ეს ნაბიჯები არის ცხადი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო სისტემას აქვს საშუალება იყოს დამოუკიდებელი, რაც ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის განუყოფელი ნაწილია.

“ადრეც გვითქვამს, რომ სასამართლო ხელისიფლების ყველა შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან. როგორც ასეთი, სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეზე კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან შეუფერებელი იქნება,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება- გიგი უგულავას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
შემდეგი სტატიასამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას ილია II აღავლენს