უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება- გიგი უგულავას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

“მინდა ყველას მივესალმო, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა პოლიტპატიმარს, არ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან ჩვენი პარტიის პოლიტპატიმარი სხვისი პარტიის პოლიტპატიმარი, ჩვენი ფლანგის პოლიტპატიმარი, სხვის ფლანგის, ჩვენ სამწუხაროდ გვაყავს პოლიტპატიმრები, ყველას ამოცანაა, რომ ეს პროცესი ასრულდეს, თუ ეს ამ პროცესის დასაწყისია, კარგი, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრია,” – აღნიშნა უგულავამ.

„თუ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ, ამისთვის აუცილებელი, პირველი ნაბიჯია, მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ, ამისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯია, მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ყველაზე ადვილად და ღირსეულად შეუძლია მთავრობას და უმრავლესობას, თუ ის ვაჟკაცურ ნაბიჯს გადადგამს და პოლიტიკურ ამნინისტრისას გამოაცხადებს, ამით შეძლებს გადავშალოთ ის ფურცელი და კონსოლიდირებულად ჩვენ ოპოზიციიდან, მათ ხელისუფლებიდან გავაგრძელოთ ქვეყნისთვის ზრუნვას, ეს მას მხოლოდ ღირსებას შესძენს, თუ ამას მთავრობა არ, ან ვერ ახერხებს, ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა,”- აღნიშნა უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, მას ბრალი არ უღიარებია. მისივე განცხადებით, ბრალის აღიარება პირველ კვირებში ხდება და არა სასჯელის მოხდის მესამე წელს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ველოდებით და გვინდა რომ ახლო მომავალში სხვა პოლიტპატიმრებმაც დატოვონ საპატიმროები”- გუნავა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას საქმეზე აშშ-ის საელჩოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს