სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას ილია II აღავლენს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ღამისთევის მსახურება მიმდინარეობს.

სადღესასწაულო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღავლენს.

ილია II-მ ტაძარში მისვლისას მრევლი დალოცა. მასთან ერთად წირვაში თანამონაწილეობენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ცურტავის მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე.

სამების ტაძარში იმყოფებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას საქმეზე აშშ-ის საელჩოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს